ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ესპანელი ჟურნალისტი: “ალექსანდრე თოფურია მარტში ან აპრილში უნდა დაბრუნდეს“

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე თოფურიამ ალმახანი დაამარცხა, უცნობია, თუ როდის გაიმართება მისი მომავალი ბრძოლა ან ვინ იქნება მოწინააღმდეგე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელმა ჟურნალისტმა კარლოს კონტერასმა ისაუბრა.

კონტერასი:

„ვფიქრობ, ალექსანდრე თოფურიასთვის მარტში ლონდონში დაბრუნება საუკეთესო იქნება. მოსამზადებელ ეტაპს ესპანეთში გაივლის და ლონდონში ბრძოლის წინ ჩაფრინდება.

აპრილიც კარგი ვარიანტია. აპრილში ღონისძიება მაიამიში უნდა გაიმართოს. მაიამიში ბრძოლას ის უპირატესობა ექნება, რომ ალექსანდრე სახელოვან მებრძოლს დაუპირისპირდება.“

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრემ ბოლო ბრძოლა გასული წლის 22 ნოემბერს ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართა და ყაზახი მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, MMA-ში ალექსანდრეს რეკორდი 7 მოგება და 1 მარცხია. ქართველ მებრძოლს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები