მიკელ არტეტა, ლუის ენრიკე, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბარსელონა ფლიკის შემდეგ - კატალონიელები 2 კანდიდატს განიხილავენ

„ბარსელონა“ ჰანსი ფლიკის შესაძლო შემცვლელზე უკვე ფიქრობს.

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა ძალაში. მანამდე გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ სურს საკუთარი თავის გრძელვადიანი ვალდებულებებით შებოჭვა, ამიტომ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს.

„ბარსაში“ ყველას სურს, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდის სათავეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს უახლოეს მომავალში მწვრთნელის შეცვლის სურვილი არ აქვს, ისინი ფლიკის პოტენციურ შემცვლელებს მაინც სწავლობენ.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, მთავარ პრეტენდენტებად პსჟ-ს მწვრთნელი, ლუის ენრიკე და „არსენალის“ დამრიგებელი, მიკელ არტეტა მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე „ბარსელონას“ უკვე ხელმძღვანელობდა 2014-დან 2017 წლამდე. რაც შეეხება არტეტას, ის კლუბის სისტემაში 1999-2000 წლებში ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ არა პსჟ და მისი მეპატრონე“ - კასანომ ლიგა 1 დაამცირა
„რომ არა პსჟ და მისი მეპატრონე“ - კასანომ ლიგა 1 დაამცირა