ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

მე-9 ქართველი სლოვაკეთში | სილაგაძე პოდბრეზოვაში ითამაშებს

ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთში, პოდბრეზოვაში გააგრძელებს. ტრანსფერი სამენეჯერო კომპანია BEPROGEO 2021-ის ჩართულობით განხორციელდა.

ლუკას ახალი გუნდი სლოვაკეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

გასულ სეზონში ლუკა იბერიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2026 წლის სეზონში იბერიას რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

26 წლის ფეხბურთელს უცხოეთში, კერძოდ ლატვიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ვალმიერას, ლიეპაიასა და რფს-ის ღირსებას იცავდა. 2022 წელს ვალმიერასთან ერთად ლატვიის ჩემპიონი გახდა, 2024 წელს რფს-თან ერთად ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნის თასიც მოიგო. ასევე, 2024 წელს რფს-სთან ერთად ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.

სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში 9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ხორხელი (ორივე სპარტაკ ტრნავა), გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე (ორივე დუნაისკა სტრედა), სანდრო ნარიმანიძე (ჟილინა), თორნიკე ძოწენიძე (მიხალოვცე), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი), ლუკა სილაგაძე (პოდბრეზოვა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები