ეკო გორგოძე
Aa
Aa

მერვედფინალში გავიდა - გორგოძემ ბაჰრეინის ტურნირი მოგებით დაიწყო

ეკო გორგოძემ ბაჰრეინის 75-ქულიანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მერვედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 191-ე ნომერი ლიზა პიგატო იყო.

პირველ სეტში ეკომ მეშვიდე გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო, თუმცა შემდეგ მისმა იტალიელმა მოწინააღდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო (5:5), მაგრამ საბოლოო ჯამში სეტი გორგოძის გამარჯვებით დასრულდა - 7:5.

მეორე სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდებაზე აღებული გეიმით დაიწყო, შემდეგ კი მატჩი ისევ პირველი სეტის სცენარით წარიმართა - 8 გეიმის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო, ეკო მეტოქის ჩაწოდებაზე დაწინაურდა და სეტიც მოიგო - 6:4.

მომდევნო წრეში ეკო გორგოძის მეტოქე ფრანგი ფიონა ფერო (369) იქნება, რომელმაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ერიკა ანდრეევას ორ სეტში (6:2, 6:1) მოუგო. გორგოძე-ფეროს მატჩი 22 იანვარს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც 3 „დიდ სლემზე“ მინიმუმ 100 მატჩი მოიგო
ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც 3 „დიდ სლემზე“ მინიმუმ 100 მატჩი მოიგო