„ოცნებებში ფრთხილად იყავი“ - ჯონსმა პერეირას უპასუხა
UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი ყველაზე მეტად ორ მებრძოლზეა გაბრაზებული - არმან ცარუკიანსა და ჯონ ჯონსზე. ეს უკანასკნელი დიდხანს აყოვნებდა პასუხს იმასთან დაკავშირებით გამართავდა თუ არა მძიმე წონაში სატიტულო ჩხუბს ტომ ასპინალთან და საბოლოოდ როდესაც მისთვის მისაღები ფინანსური შეთავაზება ვერ გაუკეთეს, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამჯერად გულშემატკივარი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მძიმე წონაში „ბოუნსის“ მეტოქე ალექს პერეირა იქნება, რაზეც ჯონს ასეთი პასუხი აქვს:
„მეც შევიტყვე, რომ „პო ატანს“ წონის შეცვლისა და მძიმე დივიზიონში ჩემთან დაპირისპირების სურვილი აქვს. პერეირას ვეტყოდი, შენი ქვეყნიდან ძალიან ბევრი წარმომადგენელი მყავს დამარცხებული და ოცნებებში ფრთხილად იყავი. პრინციპში, ნამდვილად არ იქნება ცუდი, თუ მათ სიაში ალექსიც ჩაეწერება“.
ცნობისათვის, ჯონ ჯონსმა კარიერის მანძილზე ხუთი ბრაზილიელი მებრძოლი, კარლოს ედუარდო, მაურისიო როა, ლიოტო მაჩიდა, გლოვერ ტეიშეირა და ტიაგო სანტოსი ჰყავს დამარცხებული.