ევროპის ჩემპიონატამდე განვლილი გზა - ფუტსალის ნაკრები ახალი ისტორიის დაწერას ეცდება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიაში მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი გათამაშებაში 21 იანვრიდან ჩაერთვება და ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
რიგაში გამგზავრებამდე, ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ირაკლი თოდუამ განვლილი გზა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ჩვენი გუნდის განვლილი გზა და ევროპის ჩემპიონატზე დასახული მიზნებია წარმოდგენილი.
ლატვიის ნაკრების გარდა, ფუტსალის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 25 იანვარს ხორვატიას და 28 იანვარს საფრანგეთს დაუპირისპირდება. ტურნირი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.