თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა - ბარსელონამ ბურგოსს მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მე-16 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „სან პაბლო ბურგოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 80:79 დაამარცხა.  „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი პასკუალმა თორნიკე შენგელიას მცირე სათამაშო დრო მისცა და 34 წლის ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. თოკომ საშუალო დისტანციიდან (ერთიდან ერთი) და საჯარიმოს ხაზიდან (ორიდან ორი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, პერიმეტრიდან ჩაგდების ერთადერთი მცდელობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთადერთი მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. ყველაზე შედეგიანი კი „ბარსელონას“ რიგებში ნიკოლას ლაპროვიტოლა გახლდათ, რომელმაც 23 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ცნობისათვის, 12 მოგებითა და 4 წაგებით „ბარსელონა“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „ვალენსიას“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები ევროლიგაში საკუთარ დარბაზში „დუბაისთან“ გამართავენ, რომელიც 20 იანვარს, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს 13-ქულიანი დაბრუნება - ტორონტო კლიპერსთან დამარცხდა
მამუს 13-ქულიანი დაბრუნება - ტორონტო კლიპერსთან დამარცხდა