ბილბაოსთან 13 ქულა ჩააგდო | შერმადინის გუნდი სტუმრად დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში ბილბაომ ტენერიფეს 95:78 მოუგო.
ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ბილბაოს ლიეტუველი კალათბურთელის, მარგირის ნორმანტასის ანგარიშზეა, 25:36 წუთში 24 ქულა ჩააგდო.
ტენერიფეს სასტარტო ხუთეულში 36 წლის გიორგი შერმადინმა ითამაშა, პარკეტზე გატარებულ 16:50 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა და 1 პასი შეასრულა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
მიმდინარე სეზონში შერმადინის გუნდი მე-7 ადგილზეა, 16-დან 9 მატჩი მოიგო, 7 დათმო. ტენერიფემ ზედიზედ მესამე და ბოლო 5-დან 4 მატჩი დათმო, ცუდ ფორმაშია.
მომდევნო ტურში, 25 იანვარს ბარსელონას ესტუმრება, კატალონიური კლუბი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.