ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა“ - არბელოა ლევანტეს დამარცხების შემდეგ

ალვარო არბელოამ მადრიდის რეალის მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო. სამეფო კლუბმა საკუთარ კედლებში ლევანტე 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არბელოა:

„ყველამ იცის, რომ სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. მეც ხშირად მისტვენდნენ, მაგრამ ეს ჩვენ დიდებულებს გვხდის. ეს კლუბის მაღალი სტანდარტია და ჩვენ ყოველთვის მშვიდად უნდა შევხვდეთ ამას, რადგან მათ იციან, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. როგორც მწვრთნელი, ვიმუშავებ იმაზე, რომ ვინისიუსისგან მაქსიმუმი მივიღო.

ის უშიშარია, მას აქვს ხასიათი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია. ის განასახიერებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს მადრიდის რეალის ფეხბურთელი. ის, რაც ამ ფეხბურთელმა რეალში შექმნა, არი ის, რაც საკმაოდ ცოტას აქვს მიღწეული. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან დიდი იმედგაცრუების შემდეგ თამაში ადვილი არასდროს არის. ეს ფეხბურთელობის დროსაც გამომიცდია.

არდა გიულერს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. თავისი ასაკის კვალობაზე კარგი გამოცდილება აქვს. ალბასეტეში მან ძალიან ბევრი იშრომა და ის განსაკუთრებული, განსხვავებული ნიჭით გამოირჩევა. მომეწონა, რომ ყველა ფეხბურთელს ბურთი სურდა. ყველამ კარგად იმუშავა და ვამაყობ. კილიან მბაპეს ძალისხმევისთვის დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, რომ მუხლი აწუხებს. შეეძლო სკამზე დამჯდარიყო, მაგრამ მითხრა, რომ თამაში სურდა. ის ბუნებით ლიდერია და იმედი მაქვს, რომ მისი მუხლი ყველაფერს გაუძლებს.

დღეს ფლორენტინო პერესსაც დაუსტვინეს, მაგრამ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც პერესი ან რეალი არ მოსწონთ. ისინი ვერ მომატყუებენ. ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სანტიაგო ბერნაბეუსთან ერთად ფლორენტინო პერესია. ჩვენ, მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა, ვიცით, რა გააკეთა ფლორენტინომ ამ კლუბისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ალვარო არბელოას საშინელი დებიუტი გამოვიდა. სამეფო თასზე რეალი ალბასეტესთან 2:3 დამარცხდა. შემდეგი მატჩი სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში მონაკოსთან ელის, ხოლო ლა ლიგის მომავალ ტურში ვილიარეალს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები