მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

კერიკის ზღაპრული დებიუტი - იუნაიტედმა სიტის მოუგო

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი - მანჩესტერული დერბი გაიმართა. იუნაიტედმა სიტის უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 2:0 დაამარცხა.

მაიკლ კერიკისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო და მან თავისი გუნდი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის დიდებულად განაწყო.

რა თქმა უნდა, მთელი მატჩის განმავლობაში ბურთის ფლობა სიტის მხარეს იყო, მაგრამ იუნაიტედი უფრო მწვავედ უტევდა.

პირველ ტაიმში წითელ ეშმაკებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს. ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

მეორე ნახევარში მასპინძელთა მომენტები უფრო სახიფათო გახდა. 65-ე წუთზე ანგარიში მბუემომ გახსნა. ზუსტად 10 წუთში დორგუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაუნთმაც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, კერიკის გუნდს 35 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე აღზევდა, თუმცა კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და შესაძლოა იუნაიტედი მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდეს.

ეს შედეგი ყველაზე მეტად ხელს არსენალს აძლევდა, რომელიც ქალაქელებს აქამდე 6 ქულით უსწრებდა და ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, რომ 9 ქულით გაასწროს, თუ მიმდინარე ტურის მატჩს ნოტინგემის წინააღმდეგ მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები