არნე სლოტი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„მოსაწყენ ფეხბურთს გვათამაშებს და უნდა გაუშვან“ - პიმბლეტი არნე სლოტზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, რომელიც „ლივერპულშია“ დაბადებული და „წითლების“ დიდი გულშემატკივარია, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, არნე სლოტზე ისაუბრა.

პიმბლეტი მიიჩნევს, რომ სეზონის ბოლოს „წითლებმა“ არნე სლოტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ.

რა თქვა პიმბლეტმა:

„არასოდეს მომწონდა ის ხალხი, ვინც ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ მწვრთნელის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ ამ სეზონის ბოლოს არნე სლოტისა და „ლივერპულის“ გზები უნდა გაიყაროს. ეს ყველაფერი უკვე ძალიან მოსაწყენი გახდა. კლოპმა გაგვანებივრა, ახლა კი „ლივერპული“ ისეთ მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს, რომ გული მერევა.

ოთხი მცველი და მეკარე ბურთს ერთმანეთს აძლევენ - მირჩევნია, ვიღაცამ კარში დაარტყას, თუნდაც არაზუსტად. ბოლო კვირებში რამდენიმე თამაშს დავესწარი - „ლიდსთან“ მატჩი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო, რაც ოდესმე მინახავს“.

პრემიერლიგაში „ლივერპული“ 35 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა და დარჩენილ ორ ტურში „მარსელს“ ესტუმრება და „ყარაბაღს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გონდომარიდან ენფილდამდე: დიოგუ ჟოტა - ვარსკვლავი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა
გონდომარიდან ენფილდამდე: დიოგუ ჟოტა - ვარსკვლავი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა