არბელოა: რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს - ჩვენ მზად ვართ
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
– თქვენი აზრით, სად არის წარუმატებლობის ზღვარი?
„მე არანაირ ზღვარს არ ვაწესებ, ბევრჯერ განმიცდია მარცხი. აქ მხოლოდ წარმატებიდან წარმატებაზე გადასვლით არ მოვხვედრილვარ. მქონდა ძალიან კარგი, მაგრამ ასევე ძალიან რთული პერიოდებიც, რომლებმაც მაიძულეს, უკეთესი გავმხდარიყავი. სწორედ ამიტომ მწამს მტკიცედ, რომ წარუმატებლობები გაიძულებს, განვითარდე“.
– რა გჭირდებათ ამ თავბრუდამხვევი კვირის შემდეგ?
„მწვრთნელებს ყოველთვის გვჭირდება დრო, რომელიც არ გვაქვს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არაფერი მჭირდება. კალენდარი ისეთია, როგორიც არის - ეს არ მაშინებს და არ მაშფოთებს. ერთადერთი, რაც მჭირდება, ისეთივე ფანტასტიკური მოთამაშეებია, როგორებიც ახლა მყავს. ძალიან აღელვებული და მოტივირებული ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ნამდვილი მებრძოლი ვიყო და მიმართლებს, რომ არაჩვეულებრივი შემადგენლობა მყავს. ჩვენ მზად ვართ“.
შაბათს, ლა ლიგის მე-20 ტურში, „რეალი“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს. მატჩი 17:00-ზე დაიწყება. მადრიდელებს ამ შეხვედრაში წარუმატებლობის უფლება აღარ აქვთ.