ლუის ენრიკე
Aa
Aa

„გაგვიმართლა, ლილი ასეთ წაგებას არ იმსახურებდა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლილს“ დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს გუნდმა 3:0 მოიგო და მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა პარიზელთა ასპარეზობა შეაფასა.

„უსმან დემბელემ საოცარი გოლი გაიტანა. ეს იყო Playstation-ის გოლი, მაგრამ მისგან მეტს ველოდებით, ვიდრე ერთი, ორი ან სამი ბურთის შეგდებაა. მისგან ვითხოვთ, რომ ლიდერობა და დაცვითი ხარისხი აჩვენოს. ამ მხრივ მთელმა გუნდმა უნდა მოუმატოს.

ლილმა პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენს პრესინგს თავს მარტივად აღწევდა. ბევრი ვირბინეთ, მაგრამ ეს ეფექტურად არ გაგვიკეთებია. როდესაც მეტოქე გუნდი პრესინგს თავს მარტივად აღწევს, გამარჯვება რთული ხდება. გაგვიმართლა, რომ ამ საღამოს სამი გოლი გავიტანეთ. ეს განსაკუთრებულია იმის გათვალისწინებით, რომ პარიზთან მატჩში მოედნიდან უგოლოდ გავედით.

ლილმა ძალიან კარგად ითამაშა და ასეთი სხვაობით წაგებას არ იმსახურებდა. მატჩის გაკონტროლება ვცადეთ და მეორე ნახევარში შეხვედრის სცენარი მთლიანად შეიცვალა, რადგან მიზანს მივაღწიეთ და კონტროლი მოვიპოვეთ. პრესინგს ძალიან კარგად ვთამაშობდით და როდესაც ეს ხდება, მეტოქეებს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა და ჩვენს კართან მოახლოება ძალიან ურთულდებათ. მეორე ნახევარი უკეთესი იყო, მაგრამ ძალიან სახიფათოა, როდესაც ასეთი პირველი ტაიმი გაქვს. მსგავს რაღაცებს მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ. ვიცით, რომ დიდი ტურნირების მოსაგებად დაცვაში მოსამატებელი გვაქვს.

რატომ ვიყავით მეორე ტაიმში უკეთესი? სხვანაირ პრესინგს ვთამაშობდით და ცვლილებები განვახორციელეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უფრო მეტად ფოკუსირებული ვიყავით. აუცილებელია, 90 წუთის განმავლობაში იყო კონცენტრირებული და თუ აქსელერატორის სატერფულს ფეხს აუშვებ ან 100 პროცენტით არ დაიხარჯები, პრობლემები შეგექმნება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგთან“ ჩაატარებს, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი 23 იანვარს, სტუმრად „ოსერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხჯერ გაზრდილი ხელფასი - ინფანტინოს შემოსავლები გასაჯაროვდა
ოთხჯერ გაზრდილი ხელფასი - ინფანტინოს შემოსავლები გასაჯაროვდა