რონალდ კუმანი, რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

კუმანის ახალი ასისტენტი - სიახლე სამწვრთნელო შტაბში

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ნიდერლანდების ფეხბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სერიოზული სიახლეა - მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ასისტენტი რუუდ ვან ნისტელროი იქნება, რომელსაც ანალოგიური გამოცდილება გააჩნია და წესით მისთვის ეს ყველაფერი უცხო არ უნდა იყოს, რადგან მშობლიური ქვეყნის ეროვნული გუნდის სტაფის წევრი უკვე ორჯერ, 2014-2016 და 2020-2021 წლებში იყო.

49 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „ლესტერი“ იყო, სადაც ის მთავარ მწვრთნელად 2025 წელს მოღვაწეობდა, იქამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწე გახლდათ. ამ უკანასკნელის განთავისუფლების შემდეგ მის მოვალეობას რამდენიმე მატჩში საკმაოდ კარგად ასრულებდა, თუმცა მისი მუდმივად დატოვებისგან მაინც თავი შეიკავეს და რუბენ ამორიმი დანიშნეს, რასაც შესაძლოა ახლა „ალისფერი ეშმაკების“ შეფები უკვე ნანობენ.

ვან ნისტელროი მუშაობას 1 თებერვლიდან შეუდგება. ნიდერლანდების ნაკრების მეტოქე კი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონია, ტუნისი და უეფას B შესარჩევის გამარჯვებული იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელი გუნდიდან გააგდო - ვან ნისტელროის გადამჭრელი ზომები
ფეხბურთელი გუნდიდან გააგდო - ვან ნისტელროის გადამჭრელი ზომები