„ევროასპარეზზე ისევ ვერაფერს მოიგებენ“ - კროოსის პასუხი ბარსას გულშემატკივრებს
„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელები „ბარსელონას“ მიმართ სიმპათიებით განწყობილნი არასოდეს იყვნენ და ბუნებრივია, გამონაკლისს არც ტონი კროოსი წარმოადგენს, რომელიც სხვა მოთამაშეებისგან იმით განსხვავდება, რომ საფეხბურთო კარიერა სწორედ სამეფო კლუბში დაასრულა და აბსოლუტურად ყველა არასაფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბს, სარფიან წინადადებაზე უარი უთხრა. გუშინ, ტონი თავის ძმასთან ფელიქსთან ერთად ცნობილი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ერთ-ერთმა მომხარებელმა, რომელიც „ბარსელონას“ გულშემატკივარი გახლდათ, „სამეფო კლუბის“ გერმანელ ლეგენდას ჰკითხა, რა შედეგებს ელოდა „ბლაუგრანასგან“ წლევანდელ სეზონში, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„ახლა „ბარსელონას“ წევრები ესპანეთის სუპერთასის მოგების გამო სიხარულისგან მეცხრე ცაზე არიან. თუმცა, სულ მალე ჩემპიონთა ლიგა განახლდება და კატალონიელებს უმაღლესი დონის კლუბებთან მოუწევთ დაპირისპირება. ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წელსაც ვერაფერს მოიგებენ - ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ“.
ცნობისათვის, ტონი კროოსი „რეალის“ ღირსებას 2014-2024 წლებში იცავდა და ამ ხნის მანძილზე 5-ჯერ ჩემპიონთა, 4-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი, 5-ჯერ ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.