„48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგი ვარ“ | ტონი კროოსის კომენტარი
ტონი კროოსი 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის კატეგორიული წინააღმდეგია. ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა რომარიოს მისცა ინტერვიუ და მოახლოებული მუნდიალის ფავორიტებიც დაასახელა.
„48-გუნდიანი ფორმატის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კარგია, რომ ბევრი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთელებსა და ტურნირის ხარისხზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე იმდენი გუნდია, ჯგუფურ ეტაპზე ბევრ თამაშს ვიხილავთ, რომლებიც 4:0, 5:0 ან 5:1 დასრულდება... ეს არ არის შეხვედრები, რომელთა ნახვაც გულშემატკივრებს სურთ.
პირადად მე, საინტერესო და ხარისხიანი მატჩების ყურება მინდა. მატჩების, რომელთა ნახვაც სიამოვნებას განიჭებს და 5:0 ან 6:0 დასრულებული შეხვედრები ჩემთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ფავორიტებს, ესპანეთს, პორტუგალიასა და საფრანგეთს გამოვარჩევდი. მაროკოს სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია, რადგან ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია. გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან.“
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 48-გუნდიანი იქნება და არსებობს იდეა, რომ 2030 წლის მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს.