მარცხი ორ სეტში - გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ეკო გორგოძე ავსტრალიელ სთორმ ჰანთერს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.
პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელი მდევრის როლში იყო და ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი მეშვიდე და მეცხრე გეიმები მოიგო და 5:4 დაწინაურდა, თუმცა სეტი 5:7 დათმო.
რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ეკომ საკუთარი ჩაწოდებით გეიმი სამჯერ წააგო, ჰანთერი 5:3 დაწინაურდა - საბოლოოდ, ავსტრალიელმა მეორე სეტი 6:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც სერბ ლოლა რადივოიევიჩს შეხვდება.