ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო დავითაშვილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესს კიდევ ერთი კლუბი იჩენს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა „ოლიმპიაკოსისგან“ სიტყვიერი შეთავაზება მიიღო.

საუბარია 10,5 მილიონი ევროსა და ბონუსების სახით, დამატებით 3 მილიონ ევროს ოდენობის წინადადებაზე, თუმცა როგორც ინსაიდერი წერს, „სენტ-ეტიენმა“ ეს შეთავაზება არასაკმარისად მიიჩნია.

ბერძნული კლუბის გარდა, ზურიკოს „ბენფიკას“, „ლილს“, „მონაკოს“, „ევერტონსა“ და „ბეშიქთაშსაც“ უკავშირებენ.

ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

გეტყვით ასევე, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 17 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას სასტარტოში ელიან - ლივერპული ხვალ FA Cup-ზე ითამაშებს
მამარდას სასტარტოში ელიან - ლივერპული ხვალ FA Cup-ზე ითამაშებს