გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„უნივერსალია, კონკურენციას გაზრდის“ | რასინგის მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა

„რასინგმა“ გიორგი გულიაშვილი წარადგინა. სანტანდერულმა კლუბმა პრესკონფერენცია გამართა და „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომ, ქართველი ფეხბურთელი დაახასიათა.

„მაღალი დონის გუნდი ვართ, მაგრამ გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალ სივრცეებში მეტოქისთვის საფრთხე იქნებოდა. გიორგი ჩვენთვის გამოკვეთილი კანდიდატი იყო. ზაფხულში მისი გაფორმება ვცადეთ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან სარაევოს მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ. საბოლოოდ, სარაევომ ფასი შეამცირა და საჭირო დრო იყო, გაგვეფორმებინა ფეხბურთელი, რომელიც უნივერსალურობით გამოირჩევა.

გულიაშვილი შემადგენლობაში კონკურენციას აუცილებლად გაზრდის. ის კარგი და კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და ვფიქრობ, მოირგებს პოზიციას, რომელშიც გუნდში მოვიაზრებთ. ბოლო შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და ახლა ვცდილობთ, გავარკვიოთ, ეს გაფრთხილება მომდევნო მატჩში მონაწილეობაში ხელს შეუშლის თუ არა.

რასინგის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ტრანსფერით ბედნიერია. გიორგის ენთუზიაზმს ვხედავ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადაპტაციას სწრაფად გაივლის, რაც მაღალი დონის ჩვენებაში დაეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ „რასინგი“ მომდევნო შეხვედრას კოპა დელ რეის ეგიდით გამართავს და „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. გულიაშვილმა განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ