კაჭარავას მორიგი გოლი და მოპოვებული პენალტი ექსტრაკლასაში
პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონამ" "გორნიკს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა. კაჭარავამ პირველ ნახევარში თავის გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა, რომელიც ცვიანოვიჩმა გოლად აქცია.
63-ე წუთზე კი კაჭარავა კონტრშეტევაზე სწრაფად გადავიდა, საბოლოოდ კი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ქართველ ფორვარდს გატანა აღარ გასჭირვებია.
საბოლოოდ "კორონა" მოედანზე 10 კაცით დარჩა და მწვრთნელის ტაქტიკური ცვლილების გამო 69-ე წუთზე შეცვალეს.
"კორონას" 28 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნიკა კაჭარავა "კორონას" რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.