ეკო გორგოძე
Aa
Aa

სამ სეტში გაიმარჯვა | ეკო გორგოძე კანბერაში ძირითად ბადეში ითამაშებს

ეკო გორგოძე ავსტრალიაში იმყოფება და კანბერას ჩელენჯერის ძირითად ბადეში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 194-ე ნომერს, ანუკ კოევერმანსს დაუპირისპირდა და სამ სეტში მოიგო - 7:5, 4:6, 6:3.

პირველი პარტია ნიდერლანდელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. 5:4-ზე კოევერმანსი სეტზე აწვდიდა, მაგრამ გორგოძემ ბრეიკპოინტი გამოიყენა, მომდევნო გეიმი მოიგო და 6:5-ზე კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, რის წყალობითაც, საწყის პარტიაში 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტი იმავე სცენარით დაიწყო და კოევერმანსი 3:1 დაწინაურდა. განსხვავებით პირველი პარტიისა, ამჯერად გორგოძემ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და ნიდერლანდელმა წონასწორობა აღადგინა - 6:4.

მესამე გადამწყვეტ სეტში გორგოძე ბრწყინვალე იყო. ეკო 5:1 დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე ერთი მოწოდება დათმო, მეორედ სამმაგი ბრეიკი მოიგერია და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა