თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ბარსას გამარჯვება კლასიკოში - შენგელიას 8 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XIV ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად მადრიდის „რეალს“ 5-ქულიანი სხვაობით, 105:100 მოუგეს და წლევანდელი ლიგა ენდესას პირველი „ელ კლასიკო“ თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

საზარდულის ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ბუნებრივია საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა ნელ-ნელა მთავარი მწვრთნელისგან გარკვეულ წუთებს იღებს და კლუბისთვის სარგებელიც მოაქვს. ამჯერად შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. მან რვიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან მისი ორი ტყორცნიდან ორივე არაზუსტი აღმოჩნდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, თითო-თითო მოხსნა დაცვასა და შეტევაში ჰქონდა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში 9 ნოემბრის შემდეგ აღარ დამარცხებულა და ლიგა ენდესაში ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, რის შემდეგაც 10 გამარჯვებითა და 4 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ წლის პირველი მატჩი წააგო
შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ წლის პირველი მატჩი წააგო