ფრე დეპორტივოსთან - ტაბატაძემ კადისი მარცხს გადაარჩინა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში, იური ტაბატაძის „კადისი“ სტუმრად ლა კორუნიას „დეპორტივოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 2:1 იყო. იური ტაბატაძემ „კადისი“ მარცხისგან იხსნა. 86-ე წუთზე, ქართველმა შემტევმა ეფექტური დარტყმით მასპინძელთა კარში ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ტაბატაძისთვის ეს მეხუთე გოლი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა „კადისის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მე-18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლთან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა (ორივე ესპანეთის თასზე).
20 ტურის შემდეგ „კადისი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-7 ადგიზლე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 იანვარს, საკუთარ მოედანზე ხიხონის „სპორტინგთან“ გამართავს.