გიორგი ჩაკვეტაძე, ხავი გრასია
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ჰალ სიტისთან არ ითამაშებს - უოტფორდის მწვრთნელმა მიზეზი დაასახელა

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე „ჰალ სიტისთან“ მატჩს გამოტოვებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, როდესაც ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„გიორგი კარგადაა. ის თითქმის რვა თვის განმავლობაში უქმობდა, შემდეგ კი 12 დღეში ოთხი მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში. ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ. არა მხოლოდ მას, არამედ ყველა ჩვენს ფეხბურთელს. არ არის საჭირო მოთამაშის გამოჯანმრთელების რისკის ქვეშ დაყენება ერთი მატჩის გამო, როდესაც წინ კიდევ 20 თამაში გაქვს დარჩენილი და დიდი გუნდი გყავს. მე ვენდობი ყველა ჩემს ფეხბურთელს და ჩვენ ყველა მათგანი დაგვჭირდება“, - აღნიშნა გრასიამ.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 25 ნოემბერს დაუბრუნდა და ამის შემდეგ „უოტფორდის“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ქართველმა 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„უოტფორდისა“ და „ჰალ სიტის“ შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას თამაში საეჭვოა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ
ხვიჩას თამაში საეჭვოა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ