გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანი სეპაჰანს ტოვებს? - რას წერს ირანული მედია

„სეპაჰანის“ ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ირანული კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

„პერსეპოლისიდან“ წამოსვლისა და „სეპაჰანში“ დაბრუნების შემდეგ, გიორგი გველესიანი იმედოვნებდა, რომ ძველ წარმატებებს გაიმეორებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, მოჰარამ ნავიდკია, ქართველ ლეგიონერს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ამ დროისთვის გველესიანმა „სეპაჰანის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა: აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-ჰუსეინის“ წინააღმდეგ (76 წუთი) და ქვეყნის თასზე „მეს ქერმანთან“ (90 წუთი).

34 წლის ქართველ მცველს, რომელმაც ევრო 2024-ზეც იასპარეზა, ირანის 25-ე ჩემპიონატში (Pro League) თავის გამოჩენის შესაძლებლობა საერთოდ არ მისცემია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გველესიანმა ისპაჰანური კლუბი უახლოეს პერიოდში დატოვოს“, - წერს ირანული გამოცემა shahrekhabar.com-ი.

გიორგი გველესიანი „სეპაჰანში“ გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა, თუმცა ამ სეზონში სათამაშო დრო პრაქტიკულად, არ ეძლევა. ქართველი მცველი ამ კლუბში 2019-2022 წლებშიც თამაშობდა და 62 ჩატარებულ მატჩში 9 გოლის გატანაც შეძლო. „სეპაჰანის“ შემდეგ, გველესიანი „პერსეპოლისში“ გადავიდა და 20 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი მეგოლეც გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა „პერსეპოლისში“ 100 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ჰალ სიტისთან არ ითამაშებს - უოტფორდის მწვრთნელმა მიზეზი დაასახელა
ჩაკვეტაძე ჰალ სიტისთან არ ითამაშებს - უოტფორდის მწვრთნელმა მიზეზი დაასახელა