იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

იანისის მორიგი რეკორდი - ბერძენი აბდულ-ჯაბარზე და რობერტსონზე წინ დადგა

იანის ანტეტოკოუნმპო NBA-ის ისტორიაში კიდევ ერთი საოცარი რეკორდის ავტორი გახდა. „მილუოკის“ ბერძენი ლიდერი ერთადერთია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი 158 მატჩში დააგროვა, რითაც მან უკან ნამდვილი ლეგენდები, კარიმ აბდულ-ჯაბარი და ოსკარ რობერტსონი ჩამოიტოვა.

სარეკორდო, 158-ე შეხვედრა იანისმა „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარა, რომელიც „ბაქსმა“ დაძაბულ ბრძოლაში, 122:121 მოიგო. 31 წლის ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე კი, 30 წუთში 30 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო. მან თვრამეტიდან თერთმეტი ორქულიანი და რვიდან რვა საჯარიმო ჩააგდო. ათიდან რვა მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 15 მოგებითა და 20 წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო იანის ანტენტოკოუნმპო წლევანდელ სეზონში საშუალოდ 29 ქულას, 10 მოხსნასა და 5,7 ასისტს აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათამაშო ინტელექტი არ გააჩნია“ - არენასმა უესტბრუკი დაახასიათა
„სათამაშო ინტელექტი არ გააჩნია“ - არენასმა უესტბრუკი დაახასიათა