ლუის ენრიკე
Aa
Aa

„იმედი მაქვს, მალე ყველა ფეხბურთელი კარგად იქნება“ - ენრიკემ პარიზული დერბი შეაფასა

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026 წელი გამარჯვებით გახსნა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ლუის ენრიკეს გუნდი პარიზულ დერბიში საფეხბურთო კლუბ „პარიზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

„შეჯამება ნათელია: როგორც ველოდით, რთული მატჩი გამოდგა. კარგი პირველი ტაიმი გვქონდა და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში მეტი პრობლემა გაჩნდა და შეცდომები დავუშვით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. 2026 წლის გამარჯვებით დაწყება აუცილებელი იყო.“

„რაც შეეხება შეფასებას, ჯერ არ ვიცი. მატჩს თავიდან უნდა ვუყურო. აშკარაა, რომ პრესინგზე კარგად ვერ ვთამაშობდით და კონტროლი დავკარგეთ. ჩემი მოთამაშეების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ.“

„მოთამაშეების დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი ტექნიკური და ფიზიკური დონე უნდა აღვიდგინოთ. იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება.“

„რაც შეეხება დემბელეს, მისგან სწორედ ამას ველოდით. ამ სეზონში, ეს უსმანის საუკეთესო მატჩი იყო, თავის დონეს იბრუნებს და მნიშვნელოვანია მისი სათამაშო წუთების მართვა. ხუთშაბათს პირველი ტიტულისთვის ვიბრძვით, სწორედ ამიტომ არ ითამაშა მან 90 წუთი.“

17 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ სატურნირო ცხრილში 39 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი გათამაშების ლიდერ „ლანსს“ 1 ქულით ჩამორჩება. პსჟ მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქუვეითში ჩატარდება, ლიგა 1-ში მე-18 ტურის შეხვედრა კი 16 იანვარს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ პარიზული დერბი მოიგო - ხვიჩა სათადარიგოზე დარჩა
პსჟ-მ პარიზული დერბი მოიგო - ხვიჩა სათადარიგოზე დარჩა