ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

კარგი მონაცემები აქვს, უოტფორდში ბევრს ისწავლის | ბეჰრამი ჩიქოვანზე

18 წლის გარემარბი ნიკოლოზ ჩიქოვანი „შარლერუადან'' „უოტფორდში'' დაბრუნდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, განვითარების შემდეგ ეტაპს „ვიკარიჯ როუდზე“, კლუბის ტექნიკური და სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.

„უოტფორდის'' სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა:

„ჩიქოვანი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშეა და ძალიან გვიხარია, რომ იჯარის შემდეგ ისევ ჩვენთანაა. ჩვენ ახალგაზრდა, შემტევ მოთამაშეებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ის ბევრს ისწავლის ჩვენს გუნდში ყოფნით. როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, აქაც მოთმინება გვმართებს, თუმცა მას კარგი მონაცემები აქვს. კმაყოფილები ვართ მისი პროგრესით და გვიხარია, რომ ჩვენთან არის.“

ჩიქოვანი ინგლისური კლუბის ფეხბურთელი გასულ ზაფხულში გახდა, „უოტფორდში'' თბილისის „დინამოდან'' გადავიდა, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ნახევარი სეზონი იჯარით ბელგიურ „შარლერუაში'' გაატარა.

როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 18 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „შარლერუას“ სარეზერვო გუნდში (Zébra Élites) თამაშობდა, სადაც დიდების ფეხბურთში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო. ახლა ის ხავი გარსიას ხელმძღვანელობით ივარჯიშებს, თუმცა, სავარაუდოდ, თავდაპირველად 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები