“მბაპე ტრავმირებულია“ - ალონსომ მომავალ 2 მატჩზე ისაუბრა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ბეტისს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ალონსო:
„როდრიგოს შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მან 2025 წელი დიდებულ ფორმაში დაასრულა. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება, როგორც სხვა ყველა ფეხბურთელი. სატრანსფერო ფანჯარა? ჩვენ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ არსებული რესურსით კმაყოფილი ვარ.
დანი კარვახალმა ვარჯიში შეძლო. მას უდიდესი გავლენა აქვს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. დანის ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მბაპეს გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი კეთდება. იქნება, თუ არა სუპერ თასზე? ვნახოთ.
მე ვხედავ, რომ ვინისიუსი ბედნიერია და იღიმის. ახალი წელი ყველამ კარგად გაატარა. ეს საჭირო განტვირთვა იყო. ჩვენ ყოველთვის გაუმჯობესებაზე ვართ ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ხვალ კილიანი დაგვაკლდება, მაგრამ მის გარეშეც უნდა გავიმარჯვოთ. გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბეტისის დაპირისპირება 4 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება. ამის შემდეგ, ბლანკოსი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც 8 იანვარს, თბილისის დროით 23:00-ზე მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება.