რუბენ ამორიმი, ენცო მარესკა
Aa
Aa

მარესკა მანჩესტერ იუნაიტედში? - რას ამბობს ფაბრიციო რომანო

ცნობილმა საფეხბურთო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონის „ჩელსიდან“ გათავისუფლებული ენცო მარესკას დანიშვნას არ განიხილავს.

რა თქვა რომანომ:

„მარესკასა და „იუნაიტედის“ შესახებ ჭორები, დიდი ალბათობით, უკავშირდება იმას, რომ „წითელი ეშმაკების“ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი სახე, ომარ ბერადა ადრე „მანჩესტერ სიტიში“ ენცო მარესკასთან ერთად მუშაობდა.

როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე არის ცნობილი, მარესკასა და „იუნაიტედს“ შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „მანჩესტერი“ მხარს უჭერს რუბენ ამორიმს და ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება“.

როგორც 1 იანვარს გახდა ცნობილი, ენცო მარესკამ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. „ლურჯების“ განცხადებით, „მწვრთნელი და კლუბი შეთანხმდნენ, რომ ცვლილებები გუნდს კრიზისიდან ამოსვლაში დაეხმარება“.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგაში გამართულ ბოლო 7 მატჩში „ჩელსიმ“ მხოლოდ „ევერტონს“ მოუგო, 4 მატჩი ფრედ დაასრულა, 2 კი წააგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100%-ით სპეკულაციაა“ - მარესკა უარყოფს, რომ შესაძლოა გუარდიოლა შეცვალოს
„100%-ით სპეკულაციაა“ - მარესკა უარყოფს, რომ შესაძლოა გუარდიოლა შეცვალოს