ბაუტისტა: იანი ქამარს 2026 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მეცხრე ნომერი, მარიო ბაუტისტა, მოხიბლული დარჩა პიოტრ იანის გამოსვლით მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ რუსი მებრძოლი 2026 წელს დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით დაასრულებს.
„ეს იანის მხრიდან შთამბეჭდავი გამოსვლა იყო. მე ფსონს მერაბზე ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ ის ხუთივე რაუნდის განმავლობაში დომინანტი იქნებოდა, თუმცა სასტიკად შევცდი. ეს MMA-ია, რა უნდა თქვა – ეს თამაშის არსია. მერაბმა კალენდარული წლის განმავლობაში ოთხი ბრძოლა ჩაატარა. შესაძლოა, მას შესვენება უნდა აეღო, მაგრამ ვინ იცის? იქნებ იანს პირველ ბრძოლაში მართლაც ჰქონდა ხელი ტრავმირებული და ამან შეუშალა ხელი მოგებაში. ახლა მან ზუსტად იცის, რომ ამის გაკეთება შეუძლია.
მესამე ბრძოლა ინტრიგის მომცემი იქნება, თუმცა თუ იანი გაიმარჯვებს, წინ ბევრი საინტერესო რევანში ელის. შონ ო’მალისთან – ეს „ფულიანი“ ბრძოლაა. კორი სენდჰეგენთან – ეს ჩხუბიც შეიძლება შედგეს. თუ სონგი შონს დაამარცხებს – ეს კიდევ ერთი პოტენციური რევანშია. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ფსონს იმაზე ჩავდივარ, რომ პიოტრ იანი შეინარჩუნებს ქამარს და წელს ჩემპიონის რანგში დაასრულებს. მე რამდენიმე გამარჯვება მჭირდება სატიტულო შანსის მისაღებად და იმედი მაქვს, რომ შევძლებ დივიზიონის გამოცოცხლებას და 2027 წლის დასაწყისში იანს შევხვდები“,
– განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა Home of Fight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მარიო ბაუტისტა ოქტაგონს 7 თებერვალს, ლას-ვეგასში გასამართ UFC Fight Night 266-ზე დაუბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირას შეხვდება.