"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რამდენიმე წუთის წინ, "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.
ტურნირზე დარჩენილი 8 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა და გასული სეზონის ფინალის გამეორებაც მივიღეთ.
წყვილში პირველი დასახელებული გუნდები საწყის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.
"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური სტადიის პირველი მატჩები 3-4 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი დაპირისპირებები - 10-11 აპრილს.
3 აპრილს "სევილია"-"ბაიერნი" და "იუვენტუსი"-"რეალი" ითამაშებენ, ხოლო 4 აპრილს - "ბარსელონა"-"რომა" და "ლივერპული"-"სიტი".
10 აპრილს - "რომა"-"ბარსელონა", "სიტი"-"ლივერპული", 11 აპრილს კი "ბაიერნი"-"სევილია" და "რეალი"-"იუვენტუსი".
პ.ს. ასევე იხილეთ "ევროპა ლიგის" კენჭისყრის შედეგები