“მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს“ - ინგრამი მამუკელაშვილზე
ბოლო პერიოდში სანდრო მამუკელაშვილი ხშირად გვევლინება ძირითად შემადგენლობაში და თავს დიდებულად იმკვიდრებს.
მაგალითად, ტორონტოს მთავარი მწვრთნელი დარკო რაიაკოვიჩი მიიჩნევს, რომ მამუკელაშვილი ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს. მის სიტყვებს ავტორიტეტული გამოცემა Sports Illustrated ავრცელებს.
რაიაკოვიჩი:
„სანდრო თავისი სროლით და მოედნის გაწელვის უნარით ძალიან გვეხმარება. თანაგუნდელებს ეხმარება და ყველას აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.“
რეპტორსის ძირითად ცენტრი იაკობ პოელტლია, თუმცა ზურგის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. დარკო კი ახლა სანდროს ეყრდნობა. ქართველ კალათბურთელზე ბრენდონ ინგრამმაც ისაუბრა.
ინგრამი:
„მისი სროლის უნარი ძალიან ეფექტურია. სანდრო სროლისას თავდაჯერებულია და მცველები მასზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. ამის შედეგად კი ფარამდე მისვლა შეუძლია, ან თანაგუნდელისთვის კარგი პასის გაკეთება. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სროლაც და თამაშის წაყვანაც. მას მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს."
ამ სეზონში მამუკელაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებლებს აფიქსირებს — საშუალოდ 10.5 ქულა და 4.8 მოხსნა მატჩში. ის კლუბის მოლოდინებს ამართლებს და მეტსაც კი აჩვენებს. გუნდი მეტწილად მის პროდუქტიულობას ეყრდნობა განსაკუთრებით ახლა, როცა პოელტლი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.’ - ციტირებს Sports Illustrated