სერჟიო კონსეისაუ
Aa
Aa

„სუპერთასი მოვიგე და ჩემს შემცვლელს ეძებდნენ“ - კონსეისაუ მილანის შეფებზე ნაწყენია

სერჟიო კონსეისაუ „მილანს“ საკმაოდ მოკლე პერიოდი ხელმძღვანელობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოასწრო და კლუბს იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ამჟამად პორტუგალიელი სპეციალისტი საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ ამზადებს, თუმცა ეტყობა, რომ როგორც იტალიის სერია A, ასევე როსონერი ძალიან ენატრება და მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ლომბარდიის დედაქალაქს ნამდვილად არ დატოვებდა. ამ და სხვა საკითხებზე კონსეისაუმ Abola-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სერჟიო კონსეისაუ

როგორ შევაფასებდი „მილანში“ ჩემს მუშაობას? პოზიტიურად. 2016 წლიდან მოყოლებული როსონერის ტიტული მხოლოდ ორმა მწვრთნელმა მოაგებინა - სტეფანო პიოლიმ - სკუდეტო, მე კი იტალიის სუპერთასი. ახლაც ძალიან კარგად მახსენდება „დერბი დე ლა მადონინაში“ მოპოვებული ორი გამარჯვება და „რომასთან“ მოგება.

ასეთ შედეგებს მივაღწიეთ იმის ფონზე, რომ კლუბში არასტაბილური და ნაკლებად ჯანსაღი გარემო იყო. ხელმძღვანელების მხარდაჭერით საერთოდ არ ვსარგებლობდი. პირიქით, იტალიის სუპერთასზე გამარჯვების მეორე დღესაც, ისინი ჩემს შემცვლელს ეძებდნენ, რაც მწყინდა, მაგრამ ამაზე აპელირებას ვერიდებოდი და ვცდილობდი საკუთარი საქმე მეკეთებინა.

ფეხბურთელებს ჩემთვის ზურგი არასოდეს შეუქცევიათ. ვიცი, „ფეიენოორდთან“ მატჩის შემდეგ დაიწერა თითქოს თეო ერნანდესმა წითელი ბარათი განზრახ მიიღო, რათა ჩემი წასვლა დაეჩქარებინა, მაგრამ ფრანგი მცველის პირველი დამცველი მე ვიყავი, რადგან როგორც მის, ასევე მისი თანაგუნდელების გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, რაშიც მართალი ვიყავი, რადგან წასვლის შემდეგ მოთამაშეებისგან უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მივიღე.

როგორი ვიყავი „მილანში“ მუშაობის დროს? დისციპლინის მოყვარულ. მოთამაშეებს მოდუნებისა და დასვენების საშუალებას მხოლოდ მაშინ ვაძლევდი, როდესაც ამის დრო იყო. თუ შევამჩნევდი, რომ რომელიმე ფეხბურთელი ვარჯიშზე იგვიანებდა, ან რომელიმე მათგანს ზედმეტი წონა აწუხებდა, ამის მოთმენა არ შემეძლო.

ცნობისათვის, სერჟიო კონსეისაუ „მილანს“ 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 29 მაისამდე ამზადება და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 31 მატჩიდან ლომბარდიელებმა 16 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 10 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეში მინიმუმ 1 თვით დაკარგა
მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეში მინიმუმ 1 თვით დაკარგა