“ეს ჩემთვის პატივია“ - მბაპე რონალდუს რეკორდის გამეორებაზე
კილიან მბაპემ სევილიას კარი აიღო და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა. ფრანგ სუპერვარსკვლავს რეალის მაისურით 1 კალენდარულ წელიწადში 59 გოლი დაუგროვდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მბაპემ კომენტარი გააკეთა.
მბაპე:
„ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩემი დაბადების დღეა. ბავშვობიდან ვამბობდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე პროფესიონალურ მატჩში მონაწილეობა ოცნებაა, განსაკუთრებით რეალის შემადგენლობაში. გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2025 წლის დადებითად დასრულება გვინდოდა.
ეს რეკორდი წარმოუდგენელია. კრიშტიანუ რონალდუ ჩემი იდეალია, ის რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ჩემთვის პატივია. მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა, რადგან ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილი დადებითად იყო განწყობილი.
გოლის აღნიშვნა? რა თქმა უნდა, მე ჩემი აღნიშვნა მაქვს, მაგრამ ეს გოლი რონალდუს მივუძღვენი და მის მსგავსად სწორედ ამიტომ აღვნიშნე. კრიშტიანუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ახლა ის ჩემი მეგობარია.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს რთული პერიოდი აქვს და თამაშების მოგება უჭირს. გამონაკლისი არც სევილიასთან დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკოსმა 2:0 მოიგო, ანდალუსიელებმა არაერთი მომენტი შექმნეს და რომ არა ტიბო კურტუა, ისინი ბერნაბეუდან მინიმუმ ქულას წაიღებდნენ.