„ძალიან ბედნიერი ვარ“ | შტურმმა მამაგეიშვილის ტრანსფერი დაადასტურა
გიზო მამაგეიშვილი „შტურმის“ ფეხბურთელია. ავსტრიულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 22 წლის ნახევარმცველთან ხელშეკრულება გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დონის ავსტრიულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „შტურმია“. ოთარ კიტეიშვილის წყალობით ამ კლუბს კარგად ვიცნობ და როგორც კი „შტურმის“ ინტერესის შესახებ გავიგე, „კიტეს“ დავუკავშირდი. მას „შტურმზე“ კარგის მეტი არაფერი უთქვამს და ერთი სული მაქვს, გუნდს როდის გავიცნობ. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა აქ წარმატებული ვიყო“, — განაცხადა მამაგეიშვილმა.
„გიზო მამაგეიშვილი უნივერსალური შემტევია, რომელსაც ბრწყინვალე ტექნიკა აქვს. მას სწორი მენტალიტეტი აქვს და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითიც გამხდარა. მამაგეიშვილი ჩვენთან იანვარში გადმოვა, როდესაც ვარჯიშს დავიწყებთ. მოხარული ვართ, რომ გიზომ გრაცში გადმოსვლა აირჩია. მას ბევრი შეთავაზება ჰქონდა და მოუთმენლად ველოდებით, მოედანზე როდის ვიხილავთ“, — აღნიშნა „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პარენსენმა.
ცნობისთვის, „შტურმს“ 28 ქულა აქვს და ავსტრიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, ევროპა ლიგაზე, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავენ.