რუბენ ნევეში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს
რუბენ ნევეშს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს.
Times-ის ინფორმაციით, ნახევარმცველმა უარი თქვა „ალ ჰილალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და გუნდიდან წასვლას ითხოვს. ამის გამო, არაბული კლუბი იანვარში პორტუგალიელის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
აღინიშნება, რომ საუბარი იყო 18 მილიონ გირვანქა სტერლინგზე, თუმცა შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა ნევეში ბევრად ნაკლებ ფასადაც გაიყიდოს.
კლუბებს შორის, რომლებსაც „ვულვერჰემპტონის“ ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება აინტერესებდეთ, სახელდებიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ვესტ ჰემი“.
შეგახსენებთ, რომ ნევეში „ალ ჰილალში“ 2023 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 28 წლის პორტუგალიელმა 15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.