ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა
Aa
Aa

ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა

ეკვადორში გუაიაკილის „ბარსელონას“ მარცხენა მცველი, მარიო პინეიდა მოკლეს.

33 წლის ფეხბურთელსა და მის მეგობარ გოგონას შეიარაღებული პირები, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ხორცის მაღაზიიდან გამოდიოდნენ.

მკვლელებმა რამდენიმე გასროლით მოკლეს მოთამაშე და მისი პარტნიორი, რომლებიც ადგილზევე გარდაიცვალნენ, ფეხბურთელის დედა კი, რომელიც მათთან ერთად იყო, დაჭრილია.

„ბარსელონა“ ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი მოთამაშის, მარიო პინეიდას გარდაცვალების შესახებ, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა ღრმად დაამწუხრა ყველა, ვინც კლუბის ნაწილია. ჩვენ, როგორც „ბარსელონას“ ოჯახი, ვგლოვობთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

დანაშაული 17 დეკემბერს, გუაიაკილის ჩრდილოეთით, სამანესის რაიონში მოხდა.

მარიომ კარიერის უდიდესი ნაწილი ეკვადორულ „ბარსელონაში“ გაატარა. ის ასევე თამაშობდა „ინდეპენდიენტე დელ ვალესა“ და „ფლუმინენსეში“.

პინეიდა ორჯერ გახდა ეკვადორის ჩემპიონი. მას ეკვადორის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ითამაშა კოპა ამერიკაზე, ხოლო ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, 2011 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს