Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ვაშინგტონი - მინესოტა 111 – 116

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ვაშინგტონში, სადაც „ვიზარდსმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლა და 5 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„ვაშინგტონის“ რიგებში 27 ქულა მიითვალა მარკიფ მორისმა. 19 ქულა შესძინა გუნდს ბრედლი ბილმა. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა იან მაჰინმის - 10 ქულა, 9 მოხსნა.

ჯიმი ბატლერის არყოფნაში „მინესოტას“ კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა 37 ქულითა და 10 მოხსნით. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ნემანია ბიელიცამ. 29 წლის ფორვარდმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 7 გადაცემით დაასრულა.

40 მოგებითა და 29 მარცხით „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

ფილადელფია - ინდიანა 98 - 101

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 11 შეხვედრა გაიმართა. ტური ფილადელფიაში „სევენთი სიქსერსისა“ და „ინდიანა პეისერსის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

ფილადელფიელებმა პირველი მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით წააგეს და მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხეს.

„სიქსერსის“ მხრიდან მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ჯოელ ემბიდმა - 29 ქულა, 12 მოხსნა. სამმაგი დუბლი მიითვალა ბენ სიმონსმა - 10 ქულა, 13 მოხსნა, 10 გადაცემა.

„ინდიანას“ მაილს ტერნერმა ულიდერა 25 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ლენს სტივენსონმა. თამაში არ წაუვიდა „პეისერსის“ ლიდერს - ვიქტორ ოლადიპოს. 25 წლის უკანახაზელმა 21-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო და შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

40 მოგებითა და 28 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ატლანტა - ოკლაჰომა 107 - 119

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო „ოკლაჰომამ“. „თანდერმა“ ამჯერად სტუმრად ჯორჯიაში „ატლანტა ჰოუქსთან“ იმარჯვა.

„ოკლაჰომას“ რიგებში მე-100 სამმაგი დუბლი მიითვალა რასელ ვესტბრუკმა. 29 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 32 ქულით, 12 მოხსნით და 12 გადაცემით დაასრულა. 21 ქულა შესძინა „თანდერს“ კარმელო ენტონიმ. სათადარიგო სკამიდან 20 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯერამი გრენტმა.

„ატლანტას“ მხრიდან ტაურინ პრინცი გამოირჩა 25 ქულით. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ჯონ კოლინსს -10 ქულა, 9 მოხსნა.

„ოკლაჰომა“ 41 მოგებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ ორლეანი - შარლოტა 119 – 115

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ნიუ ორლეანში, სადაც „პელიკანსმა“ დაძაბულ ბრძოლაში „შარლოტ ჰორნეთსი“ დაამარცხა.

„ნიუ ორლეანის“ რიგებში ერთბაშად 7 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა რეიჟონ რონდომ. 32 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 12 ქულითა და 17 გადაცემით დაასრულა. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ენტონი დევისმა - 31 ქულა, 14 მოხსნა.

„შარლოტას“ რიგებში კემბა ვოკერი გამოირჩა 22 ქულით. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა დუაით ჰოვარდმა - 22 ქულა, 11 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 21 ქულა შესძინა გუნდს ფრენკ კამინსკიმ. ბატუმმა კი 20 ქულა ჩაიწერა აქტივში.

39 მოგებითა და 28 მარცხით „პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

ფენიქსი - კლივლენდი 102 - 129

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ლებრონის „კავალიერსმა“, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი „ფენიქს სანსი“ 22 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

არიზონელთა მხრიდან ტი ჯეი უორენი გამოირჩა 19 ქულითა და 10 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს შაკილ ჰარისონმა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა 28 ქულით, 13 მოხსნით და 11 გადაცემით. 22 ქულა შესძინა გუნდს სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა კაილ კორვერმა. სათადარიგო სკამიდან კი 23 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯორდან კლარკსონმა.

„კლივლენდი“ 39 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ბრუკლინი - ტორონტო 102 – 116

სან ანტონიო - ორლანდო 108 – 72

ლეიკერსი - დენვერი 112 – 103

იუტა - დეტროიტი 110 – 79

ნიუ იორკი - დალასი 97 – 110

ჩიკაგო -კლიპერსი 106 - 112

მსგავსი სიახლეები