ჩაბი ალონსო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს“ - ალონსო ალავესთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში რეალი ალავესს ესტუმრება. ბლანკოსს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„დანაკლისის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ხვალ მოედანზე მოსაგებად კარგი ფეხბურთელები გავლენ. დარწმუნებული ვარ, მათ მონდომება და სურვილი არ დააკლდებათ. ეს მნიშვნელოვანი მატჩია. კილიან მბაპე თავს კარგად გრძნობს და თამაში შეუძლია.

ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გუნდია. ხვალინდელი დაპირისპირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა დინამიკის შეცვლა და 3 ქულის მოპოვება. ყოველდღე ყველა ერთად ვართ და ვიცით, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია. კასტილიიდან ფეხბურთელები გამოვიძახე, რათა განაცხადი შემევსო. მათ დიდი ენთუზიაზმი აქვთ და შესაძლოა სათამაშო დრო მივცე.

ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გუშინწინ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ წყენა არ გვაქვს. ხვალ ყველას საერთოდ მიზანი უნდა გვქონდეს. ალვარო არბელოა მომავალში დიდი მწვრთნელი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს ალავესის წინააღმდეგ კარერასი, მილიტაო, ფრან გარსია, ალაბა, ტრენტი, კამავინგა, კარვახალი და ენდრიკი აკლია. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები