სლოტი სალაჰზე: მას აქვს უფლება ეს განიცადოს, მაგრამ უფლება არ აქვს მედიასთან თქვას
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა რამის შეცვლა მოჰამედ სალაჰის უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ეგვიპტელს მსგავს დეტალებზე პრესასთან საუბრის უფლება არ ჰქონდა.
„მე ზუსტად უნდა გავარკვიო, რატომ თქვა მან ის, რაც თქვა. ცოტა უნდა დავფიქრდე. თუ საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ის არ თამაშობს, მაშინ ეს შეიძლება იყოს პასუხი თქვენს კითხვაზე: უბრალოდ, მოედანზე ყოველ მატჩში უნდა გამოვიყვანო. მაგრამ, შესაძლოა, საქმე ეს არ არის და არის კიდევ სხვა რამ. არ ვიცი. შესაძლოა, სხვა მიზეზია, რის გამოც ის ასე ფიქრობს და გრძნობს.
მას აქვს ამ განცდების უფლება, მაგრამ არ აქვს უფლება, ეს მედიას გაუზიაროს – უფრო სწორად, აქვს, მაგრამ მაშინ ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ,“
– თქვა სლოტმა.
სალაჰმა ცოტა ხნის წინ, გუნდში თავისი მდგომარეობა საჯაროდ განიხილა და სლოტი გააკრიტიკა:
„ეს ჩემთვის მტკივნეულია. მე მოვიგე ინგლისის პრემიერ ლიგა, ამ თაობაში ყველაზე მეტ გოლს ვიტან. რატომ უნდა დასრულდეს ყველაფერი ასე?“
- ეგვიპტელის ამ განცხადებას ინგლისურ პრესაში მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.