მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

რემატჩი 10 წლის შემდეგ - ჰოლოუეი ოლივეირას ბრძოლა ჩაინიშნა

მაქს ჰოლოვეი BMF-ის ტიტულის დასაცავად 7 მარტს, ლას-ვეგასში, UFC 326-ზე გავა, და მისი მეტოქე, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩარლზ ოლივეირა იქნება.

ამერიკელისა და ბრაზილიელის დაპირისპირება რევანში იქნება, რომელიც მათი პირველი შეხვედრიდან თითქმის თერთმეტი წლის შემდეგ შედგება: 2015 წლის აგვისტოში ოლივეირამ პირველ რაუნდში ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რამაც მისი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხება გამოიწვია.

ამრიგად, 10 წლის შემდეგ 34 წლის ჰოლოვეი და 36 წლის ოლივეირას რემატჩს ვიხილავთ.

მაქს ჰოლოვეისთვის ეს იქნება BMF-ის ქამრის მეორე დაცვა, რომელიც მან გასული წლის აპრილში ჯასტინ გეიჯის წაართვა, ხოლო ივლისში დასტინ პორიეს წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცვა. პორიესთან ტრილოგიის დასკვნითი მატჩის შემდეგ, „Blessed-ი“ მსუბუქ წონაში გადავიდა, სადაც ის ამჟამად რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს.

ჩარლზ ოლივეირა, რომელიც დივიზიონის ტოპ ათეულში მეორე ადგილზეა. ბრაზილიელმა მიმდინარე წლის ივნისში ტიტულისთვის ბრძოლაში ილია თოფურიასთან ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, უკვე ოქტომბერში კარიერა წარმატებულ კალაპოტში დააბრუნა, როდესაც რიო-დე-ჟანეიროს ტურნირზე მატეუშ გამროტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები