სნეიდერი: ჰოლანდიის ნაკრებს რთული პერიოდი უდგას
Aa
Aa

სნეიდერი: ჰოლანდიის ნაკრებს რთული პერიოდი უდგას

გუშინდელი მარცხის შემდეგ, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი უესლი სნეიდერი აცნობიერებს, რომ თუ თურქეთი ბოლო 2 ტურში ქულებს აღარ დაკარგავს, ისინი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩებიან.

„მოთამაშეები თავად არიან დამნაშავეები მომხდარში. შესაძლოა, უბრალოდ იღბალმა შეგვაქცია ზურგი. მთელი გუნდი ცდილობდა და ძალიან ბევრი იმუშავა. რათქმაუნდა, ეს მძიმე მარცხია. ახლა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არც ისე მარტივი პერიოდი აქვს. ფეხბურთში, ზოგჯერ ხდება ასეთები. ჩვენი პრობლემები სავარაუდოდ კონცენტრაციას უფრო უკავშირდება, ვიდრე თავდაჯერებულობას. ჯერჯერობით არ ვფიქრობ პერსპექტივებზე. ჯერჯერობით არსებობს შანსები, უნდა გვჯეროდეს. თურქეთის შეცდომის იმედზე უნდა ვიყოთ და თავად მოვიგოთ დარჩენილი ორი თამაში“ - განაცხადა უესლი სნეიდერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები