შოთა არველაძე
Aa
Aa

ოფიციალურად - ქასიმფაშა შოთა არველაძეს დაემშვიდობა

შოთა არველაძე „ქასიმფაშას“ აღარ გაწვრთნის - თურქულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია „ქასიმფაშამაც“ დაადასტურა.

„ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შევწყვიტეთ თანამშრომლობა მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან. მადლობას ვუხდით შოთას და მის გუნდს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია თურქული კლუბის განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არველაძეს „ქასიმფაშას“ დამრიგებლის თანამდებობაზე ლეგენდარული თურქი ფეხბურთელი ემრე ბელოზოღლუ შეცვლის, რომელსაც მანამდე „ბაშაქშეჰირში“, „ანკარაგიუჯუსა“ და „ანტალიასპორში“ უმუშავია.

რაც შეეხება არველაძეს, მან „ქასიმფაშა“ მეორედ ზაფხულში ჩაიბარა [პირველი თანამშრომლობა 2012-2015 წლებით] თარიღდება. 52 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სტამბოლურმა კლუბმა 3 თამაში მოიგო, 7 წააგო, 4 კი ფრედ დაასრულა. ამჟამად „ქასიმფაშა“ თურქეთის სუპერლიგის მე-14 ადგილზეა (18 გუნდიდან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანორთოსისი ნამდვილ გუნდად აქცია“ | კვიპროსში ქეცბაიაზე ისაუბრეს
„ანორთოსისი ნამდვილ გუნდად აქცია“ | კვიპროსში ქეცბაიაზე ისაუბრეს