“კიტე“ რეიტინგის სათავეში - ავსტრიის ლიგის საუკეთესო მოთამაშე
ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Sofascore იუწყება, რომ „კიტე“ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგს ლიდერობს.
ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ოთარმა ჰატერბერგს გაუტანა, შტურმს მოაგებინა და Sofascore-მა მას 8.5 შეფასება დაუწერა, რამაც საერთო რეიტინგში დაწინაურება გამოიწვია. კიტეიშვილი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სიას 7.6 ქულით ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა ჯერ ლასკს ავსტრიის ჩემპიონატში გაუტანა, შემდეგ თავი კონფერენს ლიგაზე ულამაზესი გოლით გამოიჩინა და პანათინაიკოსის კარი აიღო, ხოლო ბოლოს, როგორც უკვე მოგახსენეთ ჰატერბერგს გაუტანა.
ჯვაროსნების ნახევარმცველის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ყველა ტურნირზე ერთად ასეთია: 20 მატჩი, 11 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.