VAR-ის შესაძლო გაფართოება - მუნდიალისთვის ცვლილებები იგეგმება
Aa
Aa

VAR-ის შესაძლო გაფართოება - მუნდიალისთვის ცვლილებები იგეგმება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (ფიფა) 2026 მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვიდეორეფერის მუშაობაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ფიფას მაღალჩინოსნებს სურთ, რომ ვიდეორეფერი საქმეში არასწორად დანიშნული კუთხურის შემთხვევაში ჩაერთოს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც შეიძლება ვიდეორეფერის უფლებამოსილება გავრცელდეს, მეორე ყვითელი ბარათები შეიძლება გახდეს, რათა მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ფეხბურთელი შეცდომით არ გააძევოს.

გარდა ამისა, კატარში მიმდინარე არაბული ქვეყნების თასზე უკვე იტესტება ახალი წესი, რომლის მიზანიც ფეხბურთელების მხრიდან სიმულაციებთან ბრძოლაა. ფეხბურთელმა, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოედანი 2 წუთით უნდა დატოვოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წესების დამრღვევმა ფეხბურთელმა ყვითელი ან წითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში მეოთხედ - ფლამენგომ კოპა ლიბერტადორესი მოიგო
ისტორიაში მეოთხედ - ფლამენგომ კოპა ლიბერტადორესი მოიგო