ილია თოფურია, თი ჯეი დილაშოუ, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილია ცარუკიანს გაურბის“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონის კომენტარი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, თი ჯეი დილაშოუ მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. დილაშოუმ ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ არმან ცარუკიანს გაურბის.

„ილიას ქვესაშუალო წონით დივიზიონში ასვლა სრული სისულელეა. არსად არ ავა, რადგან ქვესაშუალო წონით დივიზიონში ბევრი პრეტენდენტია. თოფურია უბრალოდ არმან ცარუკიანს გაურბის და მასთან ჩხუბი არ უნდა.

ჩემი აზრით, ილია, უნარების მხრივ, ამ მომენტისთვის, UFC-ის საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ არმანისგან საფრთხეს გრძნობს. ცარუკიანი დიდი და ძლიერი მებრძოლია, კარგი კრივი აქვს და ბრწყინვალე გრეპლინგით გამოირჩევა. მასთან თოფურიას ძალიან გაუჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ახლახან, თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პირადი პრობლემების გამო, გაზაფხულამდე ვერ იჩხუბებს. ილიას პოსტის შემდეგ, ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ჩხუბი დაანონსდა, რომლებიც დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება“ - ლუის ენრიკე მონაკოზე
„ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება“ - ლუის ენრიკე მონაკოზე