„ამაში რა აზრია, ამიხსენით?“ - ცარუკიანი გეიჯი-პიმბლეტის ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა, დივიზიონში დროებითი ტიტულის მის გარეშე გათამაშდების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
საჩემპიონო ბრძოლაზე გასვლის შანსი ჯასტინ გეიჯიმ და პედი პიმბლეტმა მიიღეს, რომლებიც რეიტინგის მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ.
„ამაში რა აზრია, ამიხსენით?“
– დაწერა ცარუკიანმა სოციალურ ქსელში.
„მოთმინება და შრომა ყველაფერს სძლევს“,
– დაამატა მან მოგვიანებით.
დენა უაითმა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლა UFC 324-ე, 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, საჯაროდ განაცხადა, რომ რამდენიმე თვით შვებულებას იღებს, რათა პირადი პრობლემები მოაგვაროს.
არმან ცარუკიანმა გასულ კვირას დამაჯერებლად დაიცვა რეიტინგის პირველი ადგილი. მან კატარში დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დაამარცხა.