პირველ ადგილზე რეალია | რომელმა კლუბმა რამდენი მაისური გაყიდა 2025 წელს
Euromericas Sport Marketing-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და შემოგვთავაზა კლუბების რეიტინგი, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი მაისური გაყიდეს. პირველ ადგილს კვლავინდებურად მადრიდის „რეალი“ იკავებს. „თეთრებმა“ 2025 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 3 133 000 მაისური გაყიდეს.
მეორე პოზიციას „ბარსელონა“ იკავებს — წლეულს „ბლაუგრანას“ 2 940 000 მაისური გაიყიდა. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მესამე ადგილზეა — 2 546 000 მაისური. მეოთხე პოზიციაზე „ბაიერნია“ — 2 377 000.
ტოპ-5-ში მოხვდა „ინტერ მაიამი“ — ლიონელ მესის ეფექტის წყალობით, 2025 წელს ამერიკული კლუბის 2 166 000 მაისური გაიყიდა. მეექვსე ადგილზე კიდევ ერთი არაევროპული კლუბია: „ბოკა ხუნიორსმა“ 1 933 000 მაისური გაყიდა. არგენტინული გრანდის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოდის — 1 855 000.
ტოპ-10-ში ვხედავთ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრს“ — 1 281 000 გაყიდული მაისური. მასზე წინ „ჩელსი“ და „ფლამენგო“ არიან: „არისტოკრატების“ ანგარიშზე 1 422 000, ხოლო ბრაზილიელების — 1 677 000 მაისურია.