უმარი მერაბს არ დაელოდება და მზადაა გარისკოს - ვინ იქნება მომდევნო მეტოქე?
UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის პირველმა ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა, დაადასტურა მზადყოფნა, გარისკოს თავისი პრეტენდენტის სტატუსით და მომავალი წლის დასაწყისში არასატიტულო ბრძოლა გამართოს.
„ვფიქრობ, უკვე ახლა ვიმსახურებ ტიტულისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა მალე არ შედგება. ამიტომაც მინდა რამადანამდე ვიჩხუბო, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში იწყება. UFC-ის ტურნირები ექნება იანვარსა და თებერვალში – ერთ-ერთ მათგანში მინდა მონაწილეობა და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სამრაუნდიანი თუ ხუთრაუნდიანი ბრძოლა. ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,“
– განაცხადა რუსმა მებრძოლმა მედიასთან და გულშემატკივრებთან საუბრისას, კატარში ყოფნისას.
ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა, განაცხადა, რომ მიმართა ლიგის ხელმძღვანელობას თხოვნით, მოეწყოთ ბრძოლა მისი კლიენტისთვის, პოტენციურ მეტოქეებად კი კანადელი ეიემან ზაჰაბი და ბრაზილიელი დეივეისონ ფიგერედო დაასახელა.
გასულ თვეს რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, პოტენციურ პრეტენდენტთა ბრძოლაში ამერიკელ მარიო ბაუტისტას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.